გნოსისი (ბერძ. "შემეცნება") - ძველბერძნულ ფილოსოფიაში სიღრმობრივი ცოდნა ან გონით კოსმოსის, ადამიანის ან ღვთაებრივი სამყაროს შეცნობა. გნოსისის პირობებია - კატარსისი (სულის განწმენდა), სათნოება და ადამიანის სამშვინველში გონის პრიორიტეტის აღიარება. გნოსისის მოტივია - ჭეშმარიტების სიყვარული (ეროსი); გნოსისის მიზანია - ერთიანის (ერთიანი - სიკეთეზე, აზრზე, ცხოვრებაზე, სრულყოფილებაზე, სილამაზეზე მაღლა დგას; შინაგანად განუყოფელია, მასში არ არის რაიმე სახის ისეთი პიროვნული თავისებურება, რაც შეიძლება მის გარეთ იყოს მიმართული), სიკეთის, სილამაზის, კოსმოსის, ადამიანის, და სამყაროში პიროვნების არსებობასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების შემეცნება. ფილოსოფიური გნოსისით დაინტერესებულთა ერთი ფრთისათვის ჭეშმარიტების მიმართ თვინიერი დამოკიდებულებაა დამახასიათებელი, ხოლო მეორეთა სურვილია ჭეშმარიტებას ისევე დაეუფლონ, როგორც მას ღმერთები ფლობენ; თუმცა, როგორც ერთნი ისე მეორენი, რწმენაზე მეტად, ცოდნის მაძიებლები არიან: "მე არ მწამს, იმიტომ, რომ არ მესმის", აცხადებენ ისინი. ფილოსოფიის მიღმა ტერმინი "გნოსისი" სხვაგვარად აღიქმება. გნოსტიციზმში გნოსისი სამყაროს შექმნის საიდუმლოს, ადამიანისა და მისი მიღმიერების რეალობებთან დაკავშირებულ ოკულტურ-მაგიურ და თეურგიულ ცოდნად გადაიქცა. მისი მთავარი ამოცანა გახდა მიღმიერი რეალობების შემეცნება, პიროვნებისა და მის გარეთ არსებული ძალების დაუფლება, მიწიერი შეზღუდულობის გადალახვისა და არაამქვეყნიურ სამყაროში თვითდამკვიდრებისათვის "უმაღლესის" (გნოსტიკოსების თვალსაზრისით) დაფარული სულიერი შესაძლებლობების გამჟღავნება. ადრეულმა ქრისტიანობამ ასეთ გნოსისში პიროვნული სიამაყით გამოწვეული ადამიანის გამანადგურებელი ღვთისმგმობელობა და "ღრმა სატანურობა" დაინახა და მას "ჭეშმარიტი გნოსისის" იდეალი დაუპირისპირა. ეს არის ადამიანის ცხოვრების, ღვთაებრივი მადლით და ნეტარი გზით წარმართვა, პიროვნების სამშვინველსა და სულზე მადლმოსილი ზეგავლენა, სამყაროს აღმშენებლობის, ისტორიის, კულტურის, ეკლესიისა და ადამიანის პიროვნულ სულზე ღვთაებრივი მადლმოსილების გავლენის შეცნობა. არაქრისტიანული გნოსტიციზმის საპირისპიროდ, ქრისტიანული გნოსისის შემუშავების მცდელობები ჯერ კიდევ III საუკუნეში, კლიმენტი ალექსანდრიელისა და ორიგენეს მიერ დაიწყო, ეს პროცესი ჩვენს სინამდვილეშიც გრძელდება. მაგრამ, ყველა ქრისტიანი, რომელსაც სურდა თავისი პიროვნული განვითარების გზა ქრისტიანული გნოსისის მიმართულებით გაეგრძელებინა, საკუთარ ეკლესიურ წრესთან და ხშირად იერარქიულ ძალებთან ურთიერთობებში სირთულეებს აწყდებოდა. უნდა ითქვას, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის გზები დღესაც არ არის მოძიებული (ალბათ ვერც მოიძიება, რადგან სადაც იკარგება რწმენა, იქ მთავრდება ქრისტიანობა - რ. ჩ.).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი