დაიბადა 1982 წელს დაბა სურამში. სპეციალობა - ფილოსოფიის მაგისტრი რელიგიათმცოდნეობის სპეციალობით; ფილოლოგი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2007 წლიდან არის ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტი. 2011-2013 წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადაში" რელიგიის მასწავლებლად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე.