მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, როდესაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს, მარტყოფის მონასტერში წმინდა ადამიანები, არქიმანდრიტები გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე მოღვაწეობდნენ. მოხუცებულ მარტყოფელებს ეს ანგელოზივით ადამიანები დღემდე ახსოვთ. ხალხს იმდენად დიდი კრძალვა ჰქონდა მათი, რომ როდესაც სოფლის ქუჩებში გამოჩნდებოდნენ, დედები შვილების ტანსაცმელს გამოიტანდნენ და დაფენდნენ ხოლმე, - იქნებ მამა ხარლამპეს და მამა გერმანეს ჩრდილი მაინც მოხვდეს და იკურთხოსო... წარმოგიდგენია, რამხელა მადლი უნდა ჰქონოდათ ამ მამებს? უბრალო ადამიანებს კი, რომლებსა ღვთის სახელის ხსენებასაც კი უკრძალავდნენ, რამხელა რწმენა ჰქონდათ!

მოულოდნელად მამა გაბრიელი ქურდს გადაეხვია, აკოცა და დალოცა. უნდა გენახა, ქურდს რა დაემართა: ამხელა კაცი გახარებული და თვალებგაბრწყინებული გაიძახოდა: "იცით, მამაომ დამლოცა, მამაომ დამლოცაო..."
საბრალოს მატარებლის ვაგონიდან ჩასვლა აღარ უნდოდა. მამა გაბრიელის საქციელმა მის გულში სიკეთე გააღვიძა.
ასეთი იყო გაბრიელ ბერი, უზომოდ მოსიყვარულე და ყველას შემწყნარებელი.