ნიკო ნიკოლაძის ნააზრევიდან...
ნიკო ნიკოლაძის ნააზრევიდან...

"როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული,"- შემომკივლებს ვინმე ცრუპატრიოტი!.. - "იმან დასცა, რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო. ვერ გაუძელით, და ის იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი!"
- მოითმინეთ,ბატონო,პატარა, ძლიერ პატარა ხალხი იყო საქართველოს ხალხი, სპარსელებთან შედარებით, მაგრამ ხომ ვერ დასცა ჩვენი მამული დიდმა სპარსეთმა? დიდრონი ხალხი გახლდნენ ის ხალხნი, რომელნიც ჩვენს ქვეყანას მურვან-ყრუმ, ჩინგის-ყაენმა ან თემურ-ლენგმა დაასია, მაგრამ ამ ხალხებმა ხომ ვერ მოსპეს ვერც ჩვენი განვითარებული არსებობა,ვერც ჩვენი თვისტომობა? ოსმალეთი ჩვენზე ათასჯერ უფრო ძლიერი და დიდი იყო, მაგრამ ხომ ვერ მოგვერია მაინც?! ხომ ვერ ამოხოცა ისტორიიდან ჩვენი სახელი და დიდება? თუ კი ოცი საუკუნე გავუძელით ამდენ დიდრონ ხალხებს, თუ კი იმ ოცი საუკუნის ბრძოლამ იმდენათაც ვერ დაგვღალა, რომ მათს დამძლევს ჩვენს ქვეყანას იმისთანა ბრწყინვალე და სახელოვანი მეფობა ეღირსა, როგორც ერეკლე მეორისა, - რომლის მსგავსიც ჩვენ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის იქით აღარ გვინახავს, - ნუ თუ ეს არ მოასწავებს,რომ ამ შემთხვევაში მარტო დაღალულობას კი არ უმოქმედებია,მარტო მცირე ტომობას კი არ უმუშავნია? პატარა ხალხი ვიყავით,დიდრონებთან შეტაკებული, დიდრონების მებრძოლი, მაგრამ მაინც ვძლევდით, მაინც მარჯვენი ვიყავით.
რა იყო მიზეზი?
ის იყო, რომ თვითონ ეს დიდრონი ხალხი ჩვენ მარტო რიცხვით გვერეოდნენ, და ხანდისხან მარტო იმით გვჯობნიდნენ, რომ თითო ჩვენს მეომარს ოცი ოსმალოს ან სპარსეთის მხედარი წინ უხვდებოდა. მაგრამ თითო - თითოდ რომ შეგვედარებია ერთი ჩვენი მხედარი ერთი მტრის მხედრისთვის, ეს უკანასკნელი ვერაფრით ვერ სჯობნიდა პირველს. ორივეს ერთნაირი იარაღი ჰქონდა, ორივე ერთნაირად გაზრდილი იყო, ერთნაირი სწავლის პატრონი... ჩვენს მხედარს ის უპირატესობაც კი ჰქონდა მტრისაზე, რომ თავისი მამულის, სახლ-კარის, ცოლ-შვილის დასაცველად იბრძოდა, და მტრისა კი ომობდა სხვის ასაკლებად!.. მტრისთვის სულ ერთი იყო, აიკლებდა ქართველს თუ ლეკს, თუ ოსს.რაკი იმას ქართველი გამწარებულად უწინააღმდეგებდა, მტერი მას თავს ანებებდა და სხვაგან მიდიოდა,იქნება გამარჯვება და აკლება იქ უფრო ადვილად შევიძლოო... ყველამ იცის, რომ სიდიდე ძალას შეადგენს.ომში და ბრძოლაში ის თავგანწირულობა, რომლითაც კაცი თავის ოჯახსა და კერას იცავს... ეს გრძნობა ხშირად გვამარჯვებინებდა მტერზე, ამ გრძნობით ვსჯობდით მტერს, ეს გრძნობა იყო იმის მიზეზი,რომ ასი ქართველი ათას ამკლებს ერეოდა და უკუაქცევდა... თორემ სხვა მრით ყველაფერში სწორნი ვიყავით მტერთან,რიცხვს ან რაოდენობას გარდა.
ასე წარმოებდა ჩვენი ცხოვრება.მაგრამ ბოლოს ქვეყნის ისტორიაში ახალი ძალები გაჩნდა. ზოგიერთი ხალხი მეცნიერებამ ერთობ დააწინაურა, და ვინც ამ მეცნიერებას არ მიეკარა,ის უწინდელივით სუსტი დარჩა.ომის ხასიათიც შეიცვალა. ჯარებისთვის ახალი იარაღი შემოიღეს, რომლის გაკეთებას და ხმარებას დიდი ცოდნა და მოხერხება სჭირდებოდა.ისეთი ზარბაზნები მოიგონეს, რომელსაც წინ ვეღარ დაუდგებოდა ვერც ერთი ჩვენი ციხე-დარბაზი. ჩვენი მამა-პაპური ციხეები ქართლში და იმერეთში, თათრებმა ამ ახალი ზარბაზნებით, ცხრა მთის სიშორიდან დაგვინგრიეს.იმათ ევროპაში ეშოვნათ ეს ზარბაზნები, და ჩვენ არც კი ვიცოდით,თუ ამნაირი მანქანა სადმე არსებობდა... და რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის განმავლობაში მტრის დაწინაურებამ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო,რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა.რაკი ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე,რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი,რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა,რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს,მას აქით ჩვენ მოვტყდით და წავხდით.მტერმა კი არ დაგვცა,ჩვენმა საკუთარმა "რწმუნების დაკარგვამ" წაგვახდინა.აღარ გვწამდა ჩვენი თავი,უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა.აი,მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა,ის ახალი,უცნობი ძალის შიში,რომელიც ხშირად მილიონებისაგან შემდგარ ხალხს ათას კაცს რომ უმორჩილებს...
აი,ბატონო ჩემო ცრუპატრიოტებო,რამ დაჩაგრა,რამ დასცა და უკან დასწია ჩვენი ქვეყანა.უკან დასწიაო,რომ ვსთქვი,სწორი სიტყვა არ მიხმარია. დამიჯერეთ,დღევანდელი საქართველო ათასჯერ უფრო წინ წაწეულია იმ საქართველოზე,რომელიც მეთექვსმეტე,ან მეჩვიდმეტე,ან მეთვრამეტე საუკუნეებში რომ იყო.საუბედუროდ,მაშინ ჩვენი მეზობლებიც ჩვენსავით განვითარებული და განათლებული იყვნენ, და არა ჩვენზე უმეტესად.
ნუთუ შესაძლებელია სხვისი ჯობნა,თუ კი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ? ნუთუ მარტო ის დაგვაწინაურებს,თუ ჩინეთის კედლით შემოვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყანა? თუ კი სხვის მწერლობას არ შევისწავლით,სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ,სხვის გამოცდილებას არ დავიმკვიდრებთ,ნუთუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით,ძველი ხელნაწერების ტრიალით,ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოსპობა, რომელიც სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგვძენს? ნუთუ მარტო ქართული ენის შემწეობით შეგვეძლება ჩვენ - ან შეიძლება ჩვენს ახალგაზრდობას - ის მეცნიერება შეიძინოს მოკლე დროში,რომელიც სხვებს მთელი საუკუნეების მანძილზე მოუგროვებიათ? ნუთუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა,სხვისი ცხოვრების გაცნობა? ნუთუ ჯორჯ ვაშინგტონი ნაკლები ან უხეირო პატრიოტი იყო იმით,რომ ფრანგული ენა იცოდა,ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად შესწავლილი რომ ჰქონდა?
რასაკვირველია,ჩინებული საქმე იქნებოდა,ჩვენ რომ ახლა საშუალება გვქონდეს მთელი ევროპის მეცნიერება გადავცეთ ჩვენს ხალხს,ან ჩვენს ახალგაზრდობას ქართულ ენაზე.
დროა,თვალი გამოვახილოთ და დავრწმუნდეთ,რომ დამხმარებელი და გამკეთებელი ჩვენ ჩვენს თავზე უკეთესი არასოდეს არ გვეღირსება. დროა დავრწმუნდეთ,რომ მარტო,დაუშრობელი და დაუღალავი შრომა მოგვცემს კეთილდღეობას და წარმატებას აღირსებს ჩვენს ქვეყანას.ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ,ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ,მისი მდგომარეობა ვაუმჯობესოთ, და,მაშინ,თუ ვინმე მოინდომებს ჩვენს დახმარებას და ხელის მომართვას,ხომ უკეთესი; თუ არ მოინდომებს ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა, და ისევ ჩვენ დაგვრჩება. და თუ ჩვენ თვითონ არ ვეცდებით,თუ ჩვენ დოყლაპისავით პირდაღებული სხვის შემწეობას შევაჩერდებით,მაშინ,ბევრი რამეც რომ მოგვანიჭონ,ჩვენ იმით ვერ ვისარგებლებთ.მაშინ ამ მონიჭებულსაც ჩვენ სხვა ვინმე მეზობელი,ჩვენზე უფრო ჭკვიანი და მოხერხებული ხელიდან გამოგვტაცებს და თავისთვის მოიხმარს,იმიტომ რომ ის ჩვენზე უფრო გამოცდილი და დახელოვნებული იქნება ყოველი სიკეთის და საუნჯის შეძენაში და განსაკუთრებით გამოყენებაში.
ჯერ არსად,არც ერთს ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს,რომ რომელიმე ხალხი,ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით,თუ არა თავისი საკუთარი შრომით და ჯანით.ადვილად შენაძენი,ნაპოვნი,ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს,არც მთელს საზოგადოებას.კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი,რაც იმას თავისი საკუთარი შრომით,ოფლის ღვრით და ბრძოლით შეუძენია.მარტო ამგვარ შენაძენს აფასებს ის,მარტო იმით სარგებლობს გადაუჭარბებლად და დასვენებულად,მარტო იმას ინახავს ძვირფას საუნჯესავით,თავისი შთამომავლობისათვის გარდასაცემად.ნაპოვნი და ნაწყალობები კი,თითქმის ყოველთვის,ისევ ისე ადვილად იკარგება,როგორც ადვილად ნაშოვნი იყო...
მაცხოვარმა ბრძანა, - როცა ჰკითხეს,რომელს ტაძარში უნდა ვილოცოთ,რომ ღმერთთან უფრო ადვილად მიაწიოსო, - "ოღონდ ლოცვა გულწრფელი ან მხურვალე იყოს, და სადაც არ უნდა ითქვას,ყოველგნით ზეცას ავაო: ტაძარშიაც რომ არ იყოს კაცი,თუნდ მინდორში ლოცულობდეს წრფელის გულით,ღმერთი მის ლოცვას მაინც შეისმენსო".
ჩვენს მდგომარეობას მეტის-მეტად შეეფერება ეს მცნება. დიახ,სადაც უნდა ვისწავლოთ,ვის სკოლაშიც არ უნდა მოვემზადოთ,ოღონდ კი გულში მამულის მსახურების წრფელი ან მხურვალე სურვილი ვიქონიოთ და ჩვენი შრომა ნაყოფიერი იქნება,მამულს გამოადგება... საუბედუროდ,ჩვენ ეს გულწრფელობა და გულმხურვალება,ან უფრო სწორეთ ვსთქვათ,ვნება გვაკლია".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
18.05.2026
ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძრის აღმოსავლეთით, გადაჭიმულია მწყემსთა ველი,
25.02.2026
ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
17.02.2026
ერთხელ ერთი კაცი, რომელიც 140 კილოგრამს იწონიდა, მონაზვნად აღსაკვეცად მოვიდა. მაღალი, ჩასკვნილი, ფეთქებადი – ჩემთვის ვამბობდი: "ვაიმე, ვაიმე!"
07.07.2025
გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წმინდა მამაზე, ღირს მაქსიმე აღმსარებელზე,
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
07.04.2024
- სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა და ღმერთშემოსილი მამა შიო ასურეთიდან იყო, საღმრთო ქალაქ ანტიოქიიდან, რომელმაც მრავალი მისნაირი წმინდანი აღმოაცენა. იგი შვილი გახლდათ ღვთისმსახური და კეთილშობილი მშობლებისა,
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat