გამოხმაურება სტატიაზე - დაავადება რომელიც ოპერაციას და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა 2 კვირაში საერთოდ გაქრა
გამოხმაურება სტატიაზე - დაავადება რომელიც ოპერაციას და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა 2 კვირაში საერთოდ გაქრა
რამდენიმე თვის წინ კარიბჭის საიტზე გამოქვეყნდა სტატია "დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება".

წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაიდო ბევრი კომენტარი. ერთ-ერთმა უცხოეთში მცხოვრებმა მკითხველმა კი ასეთი თხოვნა გამოაქვეყნა:

"ძალიან გთხოვთ ნებისმიერ ღვთისნიერს, ვისაც ბედნიერება გექნებათ მიეახლოთ ამ უდიდეს სიწმინდეს,იქნებ ჩემთვისაც შესთხოვოთ ავადმყოფობისაგან განკურნება.გემუდარებით.საზღვარგარეთ ვმუშაობ ლუკმაპურისთვის.ვერ ჩამოვალ ალბათ ძალიან დიდხანს.არ მაქვს კარგი მდგომარეობა.ვინც ჩემთვის შესთხოვოს უფლისგან უდიდესი სიხარული და ბედნიერება მისცემოდეს.ღმერთი გიშველით...დამეხმარეთ..გთხოვთ გულით...."
ლელა

ჩვენთვის ძალიან გული ამაჩუყებელი და სასიხარულო იყო სხვა მკითხველთა გამოხმაურებები:

"ლელა, დამიჯერე, არა აქვს მნიშვნელობა საიდან ილოცებ, როცა გულით შესტხოვ, ადგილს არ აქვს მნისვლეობა. მისი ძალა შეგეწიოს და სრულიად გამოგაჯანმრთელოს! ამინ!"

"ლელა, სახელი და გვარი დაწერე, ავადმყოფობაც, მე ვილოცებ და აუცილებლად შეგეწევა!"

"მე ჩავალ ამ ეკლესიაში და აუცილებლად მოვილოცებ.მითხარით რომელ ქვეყანაში ხართ ან ნათლობის სახელი, რომ ლოცვაში მოგიხსენიოთ.ყოველდღიურ ლოცვებშიც მოგიხსენიებთ. ყველას შეეწიოს დედა ღმრთისმშობელი".

"ლელა აუცილებლად ვილოცებ შენთვის... შეგეციოს მისი მადლი...ცხონდი ორივე სოფელსა შინა"

"ლელა აუცილებლად შევთხოვ ამ ხატს შენს განკურნებას გფარავდეს უფლის და ღვთისმშობლის კალთა...."

ახლა, როცა ეს სტატია ისევ გამოვიტანეთ მთავარ გვერდზე, ასეთი კომენტარი დაგვხვდა:

"მე ის ლელა ვარ უცხოეთიდან ადრე კომენტარებში დავწერე ჩემთვის განკურნება ეთხოვა ვინმეს.არვიცი ვინმე ღვთისნიერმა თუ ილოცა ჩემთვის თუ თავად სასწაულმოქმედმა ისმინა ჩემი ვედრება....ხალხნო ის დაავადება რომელიც ოპერაცის და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა 2 კვირაში საერთოდ გაქრა და ნაკვალევიც არ დამრჩა.დიდება შენდა ღმერთო....დაილოცოს ღვთის ძალა და უფალმა უდიდესი სიხარული მოუტანოს იმას თუ ვინმემ ჩემთვის თხოვა გამოჯანმრთელება.......შოკში ვარ....ბედნიერებისგან.

ნათიას,თამარს,სოფოს და იმას ვისი სახელიც არ ვიცი და ჩემტვის გამოჯანმრთელბა სთხოვა უღმესი მადლობა და უფალს ვთხოვ თქვენს ოჯახებში დიდი მადლი და ბედნიერა სუფევდეს და ყოველ ნაბიჯზე დაგხვედროდეთ სიკეთე რაც მე გამიწიეტ.დიდი მადლობა....ხალხნო განვიკურნე ექიმის გარეშე.....შოკში ვარ"

მადლობა ყველას, ვისაც მოყვასის სიყვარულის უნარი შერჩენია, მადლობა დედა ღვთისმშობელს, მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
ლოცვის მადლი არ მოგკლებოდეთ!




ბეჭდვაელფოსტა
19.08. 2014
კახა
უდიდესი ძალის და მადლისმომცემია - დიდუბის დიდებული ღვთისმშობლის ხატი ! მის მიერ ღსრულებულ სასწაულუბს ვერაფერი დაიტევს ! მე ამას პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით ! სასურველია რომ ყველა მთხოვნელმა ,ზედიზედ 7 ჯერ მაინც შეძლოს მისი მოლოცვა ყოველ ორშაბათს და თუ დაუჯდომელის ლოცვასაც წაუკითხავთ ხომ უკეთესი . დამერწმუნეთ ისეთ თხოვნას აგისრულებთ(რა თქმა უნდა ლაპარაკია კეთილ და ადამიანურ თხოვნაზე), რომლის ასრულებაც წარმოუდგენლად მიგაჩნიათ და ისეთ მფარველობას იგრძნობთ მისას რომ გაოცდებით ! შეგვეწიოს ყველას დიდუბის დიდებული და სასწაულმოქმედი ხათი ღვთისმშობლისა ! ამინ
18.08. 2014
dideba upals es xati weretelze xvtismshoblis shobis tadzarhia dabrdzanebuli,gevedrebit momixseniet me xatuna codvili operacia gamiktda qaluri da damidgines simsivne dzlian cudad var erti sityva shemawiet upaltan shegiwirot upalma es didi madl upals ebarebodet yveani,
17.08. 2014
ლელა
უღრმესი მადლობა იმათაც,ვინც მომილოცა და ვისაც გაუხარდა ჩემი განკურნება,იგივე სიხარულის სასწაული თქვენც განგეცადოთ.უფალი გფარავდეთ.
17.08. 2014
ლელა
დიდება შენდა ღმერთო ჭეშმარიტად ხარ შენ.ღვთისმშობელო მარიამ როგორც მე ყოვლად უღირსს მომგვარე სასწაული და სიხარულის შოკი იგივე განაცდევინე ყველა გაჭირვებულს და იმ უცნობებს, ვინც ლოცვა შემაწია: თამარს,სოფოს,ნათიას და იმათ ვისი სახელიც არვიცი და ილოცა ჩემთვის. ღვთისმშობელო ქალწულო !!!!! განკურნე ნინოს ოთო,თამარის გიორგი,ლიას შვილი და აუსრულე ყველას ის სურვილი იმას,ვინც რასაც გევედრება.აუსრულე ჩემნაირად.დალოცე ამ კომპიუტერის მფლობელი.(ჩემი არ არის).დალოცე ჟურნალი კარიბჭე და იმ სტატიის ავტორი,ვისგანაც შევძელი ამ ხატის შესახებ ინფორმაციის მოძიება.აუცილებლად ვილოცებ ყველა იმ გასახარებელზე ვინც ლოცვა შემაწია და ყველა გაჭირვებულზე .ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავდივარ.იაზეც ვილოცებ რომ შვილი ეყოლოს .წმინდა ნინოს მადლით ბოდბეში წყალში ბანაობენ უშვილო ქალები და შვილები უჩნდებათ. ჩემი მეგობრის ქალიშვილმა იბანავა და და შეეძინა შვილი.სცადე ია.გახდები დედა აუცილებლად.სცადეთ სხვებმაც შვილის მსურველებმა. კეთილო მრევლო !!!!! გავკადნიერდები და ისევ თხოვნით მოგმართავთ იმათ,ვინც მე დამეხმარა,,,როგორც მე დამეხმარეთ,გთხოვთ ისევე შეეწიეთ ლოცვით იმათ ვინც ევედრება უფალს და ღვთისმშობელ მარიამის ამ სასწაულმოქმედ ხატს შვილებისა თუ ახლობლების ჯანმრთელობას. კომენტარებში წერია რამოდენიმე სახელი.ხომ გჯერათ, ….ხომ გაიგეთ,რომ თურმე თქვენს ლოცვას როგორი უდიდესი ძალა ჰქონია.მხოლოდ სახელით მოხსენიებაც კი საკმარისი ყოფილა. უფალმა ყველას ვინაობა და დაავადება იცის. თქვენ ხომ ჩემზე მხოლოდ კარიბჭის სტატია და უცხოეთიდან ლელა იცოდით.ესეც საკმარისი აღმოჩნდა დასახმარებლად. 2 კვირაში მომივიდა თქვენი ლოცვა და გაქრა ის საშინელება....სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით..გაქრა….გაუჩინარდა უკვალოდ ექიმისა და ოპერაციის გარეშე. ვლოცულობ ისე უფალმა და ღვთისმშობელმა გააუჩინაროს თქვენი და თქვენი ახლობლების დარდი,ვარამი თუ სნეულება გააქროს ისე ,როგორც ჩემი გაფრინდა და დაიკარგა. რა მიშველიდა და მომარჩენდა კი ვიცოდი,ეს მამა გაბრიელის ზეთია,რომელიც საქართველოდან ჩამომიტანეს და ადრეც სხვა ავადმყოფობაზე წავისვი და მიშველა,მაგრამ ამჯერად ის საშინელი დაავადება ისეთ ადგილზე გამიჩნდა უეცრად მეხივით დამეცა ერთ დღეში (ქალური იყო),ჩემდა საუბედუროდ გამორიცხული იყო გამომეყენებინა და წამესვა ეს სიწმინდე იმ მტკივან ადგილზე.ასეთ უდიდეს მკრეხელობას ვერ გავბედავდი ისედაც დამძიმებულ ცოდვლიან სულზე და ვიყავი ასეთი გაუბედურებული ჩუმად. არავინ არ იცოდა უფლის გარდა ჩემი ავადმყოფობა,მაგრამ მიხსნა ღმერთმა , წმინდანებმა, განმკურნა დიდუბის ეკლესიის სასწაულმოქმედმა დედა მარიამის ხატმა უცნობი მრევლის ლოცვით.მობილურში მაქვს მაგ დალოცვილი ხატის სურათი რომელიც სტატიას უძღვის წინ და ჩემნაირ გადახვეწილებს ვურჩევ მათაც გადაიტანონ ტელეფონში,სასწაულმოქმედია უცილოდ. ,ახლა მინდა დავწერო ჩემი უღირსობა,უმადურობა და სირცხვილი.რომელსაც მაპატიებს უფალი და ის ხალხიც ვინც ლოცვა შემაწია.8 ივნისს გაუბედურებულმა და შეშინებულმა შევედი რამდენ და რომელ მართლმადიდებლურ საიტებსა თუ ჟურნალებში აღარც მახსოვს, ვეძებდი იმედის მომცემ რაიმე ინფორმაციას..და ტირილით და ქვითინით დავწერე ეს თხოვნა მრევლისადმი.მაგრამ მე უმადურს და უღირსს არ მახსოვდა რომ თურმე კარიბჭეში დამიწერია ჩემი ვედრება 8 ივნისს.სასწაულმოქმედმა ხატმა 23 ივნისს მიხსნა და გააქრო ,გააქრო……… ხალხნო ის საშინელება.და ვიყავი გაოგნებული,როგორ მომევლინა ეს სასწაული ვფიქრობდი.8 ივნისის მერე 14 აგვისტომდე ამ კომპიუტერის მფლობელი ისიც ემიგრანტი ქალბატონი სხვა ქალაქში წავიდა სამუშაოდ.და არ მისარგებლია კომპიუტერით და ინტერნეტით და აი ….14 აგვისტოს კარიბჭეში ვნახულობ არის განახლებული სტატია დიდუბის ეკლესიაზე და კომენტარებში ჩემი თხოვნა, რომელსაც ღვთისნიერი მრევლი ეხმაურება და ვიგებ თურმე რამდენს ულოცია ჩემთვის.თურმე საიდან ყოფილა ეს სასწაული,???????თურმე მართლა არსებობენ კეთილი ადამიანები.უდიდესი მადლის მატარებელია ნებისმიერი მართლმადიდებლური ეკლესია და სასწაულებს ახდენს დიდუბის ეკლესიის ღვთისმშობელი მარიამის ხატი.წადით,მიეახლეთ...რწმენით .და ვინც ვერ მიეახლება თხოვოს ახლობელს თუნდაც უცნობს და აუცილებლად სასწაულს მოუვლენს. მადლობა უფალს,მადლობა ღვთისმშობელს,,მადლობა ყველას ვინც ჩემი განკურნებისთვის ილოცა.ჟურნალ კარიბჭეს და ამ სტატიის ავტორს, ღმერთი გფარავდეთ. გაიხარეთ. გკოცნით,,, მიყვარხართ
16.08. 2014
nino s
nino, ra schirs tqvens otos, daceret misi gvari da vilocebt qvela, mcams gamojanmrteldeba, sxvisi locav ufro sheeceva adamians, lelas magalitze vnaxet
სხვა სიახლეები
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat