მისი ამგვარი ღაღადისის გაგონებაზე, იხილა რა, რომ დიდებული ქალბატონი ცხარე ცრემლით ტიროდა, ბერმა იფიქრა, - ალბათ, ქვრივია და ვიღაც ძალზე შეაჭირვებსო და განიზრახა, რითიც შეეძლო, დახმარებოდა... დაელოდა, ვიდრე ლოცვას დაასრულებდა, შემდეგ კი მონა გაიხმო და უთხრა: "გადაეცი შენს ქალბატონს, რომ მასთან საუბარი მსურს!"
როცა წარჩინებული ქალი ბერთან მივიდა, ამ უკანასკნელმა ჰკითხა: "ვინ შეგაჭირვებს, ასე მწარე ცრემლით რომ ევედრები და შესჩივი უფალსო?!" ქალი კვლავ ატირდა და ცრემლთაღვრით უთხრა: "მე მშვიდობით ვცხოვრობ და არავინ შემაჭირვებს, იმის გამო ვარ დამწუხრებული, რომ ჩემი მცონარობისა და არაგულმოდგინების გამო ღმერთმა მიმატოვა და აი, უკვე სამი წელია, არავითარ სენსა და მწუხარებას აღარ მოვუხილვივარ, არც ჩემი ძე გამხდარა ავად და შინაურ ფრინველთა და ცხოველთაგანაც კი არც ერთი არ დამკლებია, ჰოდა, როცა ამაზე დავფიქრდი, მივხვდი, რომ ღმერთი განრისხებულია ჩემზე. ახლა ვევედრები, შემიწყალოს და რაიმე სნეულებით და მწუხარებით მეწვიოს, რადგან ნამდვილი ქრისტიანი, შეუძლებელია, არ ევნებოდეს ამქვეყნად!"
ბერი ძალზე გააოცა ამ ღვთისმოშიში ქალის ამგვარმა რწმენამ და კეთილმსახურებამ და ღვთის განდიდებით განეშორა მას.
- ბრძოლის დრო დადგა, - ეუბნებოდა იგი პყრობილ ბერს, - და ერთგულ მორწმუნეთა სულები განსაცდელს უნდა ეწიონ, რათა თითოეულის სიმტკიცე გაცხადდესო.
სხვებიც მსგავსი სიტყვებით განამხნევებდნენ ჭაბუკ თანამოძმეს. ამასობაში მოულოდნელად ასისთავი მოვიდა საპყრობილეში და ძალზე განრისხდა იმის გამო, რომ თანამოძმის გასამხნევებლად მოსული მამები იხილა, შემდეგ მცველებს უბრძანა, კარი ჩაერაზათ და აპოლონიოსიც და მისი მხლებელი ბერებიც პყრობილნი აღმოჩნდნენ.
ასისთავმა საპყრობილე მრავალრიცხოვან მცველებს ჩააბარა და თავად შინ გაბრუნდა. ბერებმა მორჩილად მიიღეს თავიანთი ხვედრი და ლოცვად დადგნენ. შუაღამისას ანაზდად მათ უფლის ანგელოზი მოევლინათ სხივმფინარე ნათლით და საპყრობილის კარნი განუხვნა... შეძრწუნებული მცველები ბერებს ფეხებში ჩაუვარდნენ და ევედრებოდნენ - წადითო. გვიჯობს, ჩვენ დავიხოცოთ თქვენი გულისთვის, ვიდრე თქვენზე მზრუნველ ღმერთს შევეწინააღმდეგოთო.
უთენია კი საპყრობილეში ასისთავი მოვარდა სხვა უფროსობასთან ერთად და ისიც იმავეს ევედრა ბერებს: - წადით, ღამით ჩემი სახლი მიწისძვრისაგან დაიქცა, ჩემი საუკეთესო მსახურნი კი დაიხოცნენო...
წმინდა მამებმა გალობით დატოვეს საპყრობილე და უდაბნოს შეუერთდნენ, ჰქონდათ რა, მოციქულთა დარად, "გული და გონებაი ერთ" (საქმე მოციქ. 4, 32).
შეიტყო თუ არა აპოლონიოსმა ამის შესახებ და ავაზაკსაც დააკვირდა, მიხვდა, რომ თუ მას დაარწმუნებდა, საქმეც მშვიდობით დასრულდებოდა, ამიტომ ავაზაკი გაიხმო და სიყვარულით უთხრა: - მეგობარო, თუ დამეხმარები და ამ ორ სოფელს შორის მშვიდობას ჩამომაგდებინებ, უფალს შევევედრები და ის ყველა ცოდვას შეგინდობსო.
წმინდა კაცის სიტყვა იმდენად ძალმოსილი იყო, რომ ავაზაკმა უმალ ირწმუნა მისი და გულშეძრული ფერხთ შეუვრდა აპოლონიოსს, შემდეგ ხალხს მიმართა და უბრძანა, მშვიდობიანად დაშლილიყვნენ.
მალე ყველა დაიშალა, თავად ავაზაკი კი აპოლონიოსთან დარჩა და ევედრებოდა, - დანაპირები შემისრულეო.
ღირსმა მამამ იგი თავის სამყოფელში წარიყვანა და გზაში ამგვარად დამოძღვრა: - უპირველესად, ცხოვრება ძირეულად უნდა შეიცვალო, შემდეგ კი მოთმინედ ევედრო ღმერთს წყალობის მომადლება და რწმენით ელოდო დაპირების აღსრულებას, რადგან თვით უფალი გვეუბნება: "უკეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა!" (მარკ. 9, 23).
სავანეში მისულებმა დაიძინეს და აი, ორივე ერთ სიზმარს ხედავს: ისინი ცათა შინა არიან და უფლის საყდრის წინაშე დგანან... გარშემო ანგელოზები და წმინდანები არიან, რომელნიც ლოცვებს აღუვლენენ უფალს და თავადაც ლოცვად დგებიან... მაგრამ, აი, ღვთის სიტყვამ იქუხა მათზე: "არა არს ზიარება ნათლისა და ბნელისა! ურწმუნოს არა აქვს ნაწილი მართალთან! მაგრამ შენი ლოცვებისათვის, აპოლონიოს, მოეცემა მაგას ხსნა!"
რაც მათ ამ სიზმრისეულ ჩვენებაში იხილეს, იმის გადმოცემა არც ენას ძალუძს და არც ყურს - სმენა, ძილისაგან აღდგომილებმა კი ყოველივე მონასტრის ძმობას აუწყეს...
დიდი იყო მათი გაოცება, როცა ორივე ერთსა და იმავე ჩვენებაზე ლაპარაკობდა... მოქცეულმა ავაზაკმა ღრმად შეინანა თვისი ცოდვები, სრულიად შეიცვალა ცხოვრება, სიწმინდესა და კეთილმსახურებას ეზიარა და უწინდელი მძვინვარე მგელი უმანკო კრავად გარდაისახა.
ქვრივმა ეს სიტყვები თავიდან დაცინვად მიიღო, მაგრამ როცა პავლინემ თავის გულწრფელობაში დაარწმუნა, დათანხმდა, მასთან ერთად წასულიყო თრაკიაში, სადაც მისი ძე ვანდალთა ხელმწიფის სიძეს ჰყავდა დატყვევებული... იქ ქალი ცრემლთაღვრით ევედრა მთავარს, - შემიბრალე, გამოუშვი ჩემი ძეო, მაგრამ როცა თხოვნამ ვერ გაჭრა, წმინდანზე მიუთითა და უთხრა: - ეს კაცი მონაა ჩემი და ვაჟიშვილში გამიცვალეო.
მღვდელმთავრის კეთილსახიერი გარეგნობით მოხიბლულმა მთავარმა უბრალოდ შემოსილ პავლინეს ჰკითხა, - რაიმე ხელობა თუ იციო.
- არაფერი, მხოლოდ ბოსტნეულის მოყვანა შემიძლიაო.
მაშინ მთავარმა ტყვედ დაიტოვა იგი, ქვრივის ვაჟიშვილი კი დედასთან ერთად გამოუშვა...
და აი, ღვთის მღვდელმთავარი მებოსტნე გახდა და თავად მიართმევდა ხოლმე მოყვანილ ბოსტნეულს ვანდალთა მთავარს, რომელსაც მასთან საუბარი ძლიერ უყვარდა.
ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს... ერთხელაც, საუბრისას, პავლინემ უთხრა მთავარს: "გავიგე, გამგზავრებას აპირებ, ნურსად წახვალ, რადგან მეფე მალე აღესრულება და თუ შენ აქ არ იქნები, მეფედ სხვას დასვამენო".
ამ სიტყვებით შეძრწუნებულმა მთავარმა მაშინვე აუწყა ეს თავის სიმამრს, მეფეს, რომელმაც ბრძანა, - ახლავე აქ მომგვარეთ მოხუცი მებოსტენო და როცა შეხედა, შეძრწუნდა, მოუხმო სიძეს და უთხრა: "რაც ამ მონამ გითხრა, სიმართლეა! ამ ღამით, სიზმარში ჩემი სამსჯავრო ვნახე, სადაც ყველა ჩემი დიდებული იყო, ხოლო ყველაზე მაღლა ეს კაცი იჯდა! სამსჯავრო იმით დასრულდა, რომ მეფობა წამართვეს... ეს უბრალო კაცი არ არის, რადგან მე იგი მაღალი ხარისხით მოსილი ვიხილე!"
მაშინ მთავარმა ცალკე გაიხმო პავლინე და დაეკითხა, - გამიმხილე, სინამდვილეში ვინ ხარო?! პავლინე დიდხანს არიდებდა თავს სიმართლის თქმას, მაგრამ რომ დაინახა, აღარ ეშვებოდნენ, გაამხილა, - ეპისკოპოსი ვარო. მთავარმა შიშითა და უდიდესი თავმდაბლობით სცა თაყვანი მღვდელმთავარს და შესთავაზა, - რაც გინდა, მთხოვეო. პავლინემ ყველა თანამემამულის ტყვეობიდან დახსნა შესთხოვა და მალე დიდი სიხარულითა და ზეიმით მათთან ერთად დაუბრუნდა სამშობლოს, მისი წინასწარმეტყველება კი ზედმიწვნით აღსრულდა, - ვანდალთა მეფე სულ მალე აღესრულა და მის ადგილას სწორედ ის მთავარი დასვეს, ვისთანაც წმინდა პავლინე ნებაყოფლობით ტყვეობაში იმყოფებოდა.
ავაზაკმა კირიაკმა ისინი სახლებამდე მიაცილა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი შეიპყრეს და საპყრობილეში შთააგდეს. მას უეჭველი სიკვდილი ელოდა, მაგრამ დრო გადიოდა, ის კი საპყრობილეში იჯდა და, ღვთის განგებით, არავინ სჯიდა. ამგვარ ყოფაში გაატარა ათი წელიწადი... ამ ხნის მანძილზე საპყრობილის მრავალი მთავარი შეიცვალა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აღუსრულებია სასიკვდილო განაჩენი, ბოლოს კი საერთოდაც გაათავისუფელს...
თავად კირიაკი ამბობდა: "ჩემ მიერ ხსნილი ბავშვების სანაცვლოდ ღმერთმა ბოროტი სიკვდილისაგან დამიფარა, ისინი სიზმრად გამომეცხადნენ და მაუწყეს: - ნუ გეშინია, უფალს შენთვის ვევედრებითო!"
ამის გაგონებაზე იღუმენმა გადაწყვიტა, მიეღო, - არა შიშის, არამედ იმის გამო, რომ სინანულის გზაზე მდგარი ავაზაკი კვლავ ბოროტმოქმედად არ ქცეულიყო...
მონასტერში დავითი მალევე აღკვეცეს ბერად და ისიც გულმოდგინედ შეუდგა საბერო ღვაწლს, იყო თავმდაბალი, თავშეკავებული, ბევრს მარხულობდა და ლოცულობდა, მორჩილად აღასრულებდა ყოველ საქმეს, ისე, რომ მალე ყველას გადაამეტა კიდეც სამონაზვნო ღვაწლში. იმ მონასტერში კი სამოცდაათი მამა ცხოვრობდა...
ერთხელაც თავის სენაკში მყოფ დავითს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: "დავით! დავით! მოგიტევა შენ უფალმა ცოდვები! ამიერიდან სასწაულებს აღასრულებ!"
და მართლაც, დავითი ბრმებს თვალებს აღუხელდა, კოჭლებს ფეხს უსწორებდა, უამრავ სნეულებას განკურნავდა და ბოროტ სულებსაც განასხამდა. აი, ასე დიდია, ძმებო, ღვთის გამოუთქმელი მოწყალება ცოდვილებისადმი.