რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში აცხადებენ, რომ "მორწმუნეები მზად უნდა იყვენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო
მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს". ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება.
მისივე განცხადებით, პატრიარქი კირილი უახლოეს ხანში მიმართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და განუმარტავს, თუ როგორ იქნება ორგანიზებული ღვთისმსახურება, პანდემიის პირობებში. ილარიონის განცხადებით, მორწმუნეების სააღდგომო მსახურებაზე დასწრების საკითხი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
მიტროპოლიტის თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების რიტუალი უახლოეს ხანში რუსეთის ეკლესიებში არ ჩატარდება. მისივე განცხადებით, თვითიზოლაციის დროს აღსარება შესაძლებელი იქნება ტელეფონით ან "სკაიპით".
მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა მორწმუნეებს, პანიკას არ აჰყვნენ და კარანტინში ყოფნის პერიოდი ლოცვისთვის გამოიყენონ.
წყარო: 1ტვ.გე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი