საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომის პირველადი შედეგების შესახებ განცხადება მეუფე ზოსიმემ გააკეთა.
მისი თქმით, უმთავრესი საკითხი იყო ის, რომ უცხოეთისათვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა, დანარჩენი იყო უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები.
ჟურნალისტების კითხვაზე, იმსჯელა თუ არა სინოდმა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, მეუფე ზოსიმემ აღნიშნა, რომ სინოდმა პატრიარქის განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით დაამოწმა და მოიწონა. მღვლდელმთავრმა ასევე უარყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი პატრიარქის გადადგომის შესახებ და აღნიშნა, რომ სინოდზე ეს საკითხი არც განხილულა.
მიტროპოლიტის თქმით სინოდმა გამოარჩია ახალი ეპისკოპოსები:
1. ამერიკისა და კანადის ეპარქია ცალკე გავიდა და მას არქიმანდრიტი საბა ინწკირველი უხელმძღვანელებს;
2. არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე ბენელუქსის ქვეყნების ეპისკოპოსი იქნება;
3. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიებს არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი უხელმძღვანელებს;
4. ხოლო ჰერეთში, აზერბაიჯანში ეპისკოპოსი არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი იქნება;
დღესვე, სინოდმა წმინდანად შერაცხა პირველი მღვდელთმთავარი იოანე.
სხვა კონკრეტული საკითხები, რომელზეც სინოდმა დღეს იმსჯელა, გაწერილი იქნება განჩინებაში, რომელიც საჯარო რამდენიმე საათში გახდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი