საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 3 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
დეკანოზმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას უარყო ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადადგომის შესახებ წმინდა სინოდის სხდომას მიმართავს.
"სინოდის სხდომა ნამდვილად იქნება, მაგრამ საკითხი, რომელსაც ავრცელებენ, თითქოს პატრიარქი აპირებს განცხადების გაკეთებას გადადგომის შესახებ, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სირცხვილია ასეთი თემებით სპეკულირება. არ ვიცი, ეს ადამიანები რა გასართობს ნახულობენ ამაში. თუ თვლიან, რომ სერიოზული სააგენტოები არიან, ჯერ საპატრიარქოსთან უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია და ამის შემდეგ შეიძლება დადონ საკუთარ საიტზე ასეთი ინფორმაციები. არასერიოზულია მათი განცხადებები და საპატრიარქოს მხრიდან ისინი ყურადღებასაც არ იმსახურებენ", - დასძინა მამა მიქაელმა.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: ერთი გაზაფხულზე და ერთი შემოდგომაზე და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი