ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა,
რომელმაც საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან პატრიარქის შეხვედრა შეაფასა.
მეუფე შიომ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა კორექტული მიდგომისთვის.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რათა დაგვარწმუნონ ჩვენ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას ამ ეტაპზე, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. ეს მიტროპოლიტმა საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი