მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია "ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს
როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს".
მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებისადმი აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ მეუფე იობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
"ე.წ. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ შეურაცხყო ღვთისმშობელი. ის არის წყეული, შეჩვენებული. უკვე აშკარაა, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ღვთისმშობელ დედას. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ყავს და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართლმადიდებლები, ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს. მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე, სასულიერო პირმა ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ საპატიებელი არ არის ეს ადამიანი. ის უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას და მთლიანად საქართველოს. მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეშმაკის მსახურია და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიიდან. თუკი თითოეული ადამიანი მოისმენს მის სიტყვებს, აღშფოთდება და მდგომარეობიდან გამოვა. ის არის ჭინკა, ეშმაკის მსახური", - განაცხადა მეუფე იობმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი