მივმართავ ყველას, ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, – ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა,
რომელიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა.
მამა ანდრიას თქმით, ისინი ემიჯნებიან ყველა იმ ჯგუფს თუ ორგანიზაციას, რომელიც თავიანთ შეხედულებებს აგრესიით გამოხატავენ.
"17 მაისთან და საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით საერთოდ შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ამაღლების დღესასწაული. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობა აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ყოველგვარი აგრესიის გამოვლენა, ან პროვოკაციის, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი", – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქომ 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 10:00 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 საათზე მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 საათზე "ვარდების მოედნიდან"აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყება; პარალელურად, ასევე 12:00 საათზე, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები.
"13:00 საათზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება "ვარდების მოედნიდან" მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი