წლევანდელი 17 მაისი ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით
წმინდა სამების ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში მიწვეული იყვნენ თბილისის ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, რომელთაც დაევალათ, რომ 17 მაისს, თბილისის ყველა ტაძრის მღველმსახური, თავიანთ მრევლთან ერთად 12 საათისათვის შეიკრიბონ ვარდების რევოლუციის მოედანზე, რათა მასშტაბურად აღინიშნოს რამდენიმე წლის წინ პატრიარქის მიერ დაარსებული''ოჯახის სიწმინდის დღე''.
მანიფესტაციის მონაწილეები, რუსთაველის პროსპექტის გავლით, ქაშვეთის ეკლესიასთან დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგ კი მშვიდობიანი მარში გეზს აიღებს სამების ეკლესიისაკენ, სადაც მისი უწმინდესობა ილია მეორე დალოცავს ახლადშექმნილ ოჯახებს და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ სასულიერო და საერო პირებს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თხოვნაა, ამ ღონისძიებაში, რაც შეიძლება ბევრმა თბილისელმა მიიღოს მონაწილეობა, რათა ღირსეულად შევხვდეთ დროის ყოველ ახალ გამოწვევას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი