მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ, ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად,
- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი.
"დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი