თუ გინდა საშუალო წარმატება გქონდეს, უნდა იყო ყველას მსახური, ხოლო თუ გინდა იყო დიდად წარმატებული, უნდა იყო მონა ყველასი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ,
მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
სიონის ტაძარში მეუფე შიომ სახარებიდან იქადაგა, თუ რას ასწავლიდა იესო ქრისტე თავის მოციქულებს წარმატებისა და ძალაუფლების შესახებ. მან ასევე ბრძანა, რომ თუკი ადამიანს სიყვარული არ აქვს, ის ვერავის მსახური ვერ იქნება, მით უფრო მთელი ერის.
"ჩვენს შორის, ქრისტიანებს შორის ძალიან გავრცელებულია და ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ჩვენ ბავშვებს ვზრდით, რომ იყვნენ წარმატებული, იყვნენ ლიდერები, ჰქონდეთ ხელმწიფება, პირველობა და სხვები ემსახურებოდნენ მას. ამაზე უფალი ამბობს, რომ ასეთი ნუ იქნები! როგორც სახარება ამბობს, ის წარმატება, რომელიც სოფელსა ამას ესმის, სინამდვილეში არის წარუმატებლობა, ხოლო წარმატება არის პირიქით. უფალი ამბობს, რომ საშუალო წარმატება არის, იყო ყველას მსახური. ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, ის უნდა იყოს მონა. ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასეთი?! ჩვენ გვინდა, რომ კერპს, რომელიც საკუთარი თავისგან გვაქვს შექმნილი, ველოლიავოთ, გავწმინდოთ და შევინახოთ", - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი