ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად უკვე იყიდება წიგნების ახალი სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში" პირველი წიგნი.
სერია მოზარდებისთვის არის განკუთვნილი და მათ სულიერების სამყაროში მიუძღვება მეგზურად.
სულ მალე მკითხველი სერიის მეორე წიგნსაც მიიღებს, სახელწოდებით "პირველი ნაბიჯი ქრისტიანობაში". იგი დამწყებ ქრისტიანებს მათთვის მეტად საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის. წიგნის შესავალში ვკითხულობთ:
"ბავშვებო, ამ წიგნით გაიგებთ მართლმადიდებლობის ანბანის შესახებ. გაეცნობით ქრისტიანობის ძირითად საფუძვლებს. გაიგებთ იმ მცნებების შესახებ, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა დაიცვას; შეიმეცნებთ დღესასწაულების მნიშვნელობას. შეიტყობთ, რა არის ლოცვა და რა ადგილი აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში. ალბათ ერთხელ მაინც დასწრებიხართ ტაძარში წირვა-ლოცვას, თუმცა, ბევრი რამ გაუგებარი დარჩენილა თქვენთვის. ჰოდა, ამ წიგნით შევეცდებით, აგიხსნათ, რატომ ვიკრიბებით ქრისტიანები ტაძარში და რა მნიშვნელობა აქვს იმ საოცარ მოქმედებებს, რომლებსაც ტაძრის შუაგულიდან ადევნებთ ხოლმე გაკვირვებულ თვალებს."
მოზარდები მიიღებენ პასუხებს კითხვებზე: ვინ არის ღმერთი, რატომ ვლოცულობთ, რას ნიშნავს საუფლო დღესასწაული და რა დატვირთვა აქვს ამ დიდებულ დღეებს ქრისტიანის ცხოვრებაში. ამავე წიგნში წაიკითხავთ სარწმუნოების სიმბოლოს – მრწამსის განმარტებას, ათი მცნებისა და ცხრა ნეტარების განმარტებებს მოზარდთათვის გასაგებ ენაზე.
არა მხოლოდ მოზარდებს, ბევრ მოზრდილ ქრისტიანსაც დააინტერესებს სწავლება ღვთისმსახურების შესახებ, რომელშიც მარტივად არის ახსნილი ტაძრის სიმბოლიკა, მღვდელმსახურთა იერარქია და შესამოსელი, ჯვრის, ხატის, სანთლის სიმბოლური დატვირთვა, აგრეთვე წმინდა წერილის შექმნის ისტორია და მისი მნიშვნელობა.
"პირველის ნაბიჯი ქრისტიანობაში" ეყრდნობა არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილ წერილებს ყმაწვილთათვის, აგრეთვე გამოყენებულია ჟურნალ "კარიბჭის" საარქივო მასალები.
შეგახსენებთ, რომ "პირველი ნაბიჯი ქრისტიანობაში" 29 მარტიდან 26 აპრილამდე გაიყიდება "კარიბჭესთან" ერთად და იგი მართლაც პირველი ნაბიჯი გახდება ქრისტიანული სიყვარულისა და სიკეთის სამყაროსთან ზიარების მსურველთათვის.
წიგნის სპეციალური ფასი 4 ლარია. ჟურნალთან ერთად კი მას 5 ლარად შეიძენთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი