დავით გარეჯი "ევროპა ნოსტრას" საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.
ამ ფაქტის მნიშვნელობის შესახებ ბრიფინგზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა
და ამ ძეგლის ნომინატორმა მაკა დვალიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, მეუფე დავითმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრეს.
მაკა დვალიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის "ევროპა ნოსტრას" 7 ძეგლთა ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს მისი, როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო დონეზე აღიარებას, როგორც ისტორიული, კულტურული, ასევე სახელოვნებო კუთხით. მისივე თქმით, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის დაცვა და ზედამხედველობა ევროპულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ უნდა განახორციელოს.
"ამ მიზნით დაგეგმილია რამდენიმე ეტაპის სამუშაოების განხორციელება. პირველ ეტაპზე საქართველოში მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტთა მისია ჩამოვა. ისინი შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მისი განვითარების გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ, ამაზე დაყრდნობით მოხდება დამატებით სახსრების მოძიება", – განაცხადა მაკა დვალიშვილმა.
თავის მხრივ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა მარტო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, არამედ მისი ლანდშაფტის დაცვასაც ითვალისწინებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი