რელიგიების ისტორიის საგნის სწავლებას სკოლებში უპირველესად საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის მოქალაქემ უნდა იცოდეს
მის ქვეყანაში ისტორიულად არსებული რელიგიების შესახებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელმა) განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის ინიციატივაზე სკოლებში რელიგიების ისტორიის საგნის შესაძლო სწავლებაზე.
მეუფე იოანეს თქმით, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს საგნის სწავლება, ამასთან დაკავშირებით მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ. მეუფე იოანის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში რელიგიის ისტორიის სწავლება სხვადასხვა მოდელით ხდება და ქვეყნის რელიგიურ თავისებურებებზეა მორგებული. მეუფე იოანეს განცხადებით, ამ მომენტისათვის ჯერ განსაზღვრული არ არის, რომელ კლასებში უნდა მოხდეს ამ საგნის სწავლება.
მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა საგანზე "მე და საზოგადოება", სადაც ერთ-ერთ ბლოკად იყო რელიგია და სარწმუნოება.
"საგანში "მე და საზოგადოება" იყო ჩადებული ერთი ბლოკი "რელიგია და სარწმუნოება". სამინისტრომ ამოიღო როდესაც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და რაღაც სახე მიიღო ამ ყველაფერმა. "ღმერთი, შემოქმედი" სიტყვა ვერ აიტანეს. ამის ჩაწერა არ შეიძლებოდა, ამოიღეს და ახლა მე მაბრალებენ, რომ მე ამოვიღე. მე ვინ მეკითხება სამინისტროში რას ჩადებენ და რას ამოიღებენ? ამის შემდეგ შევთავაზეთ, რომ იქ არის საკითხი "თემი, რომელშიც მე ვცხოვრობ", მომხდარიყო თემის დეფინიცია. ყველამ უნდა იცოდეს რომელ თემს ეკუთვნის: მაჰმადიანურს, ებრაულს, კათოლიკურს, სომხურს, რა იცის თავისი თემის შესახებ, გამოჩენილ პიროვნებებზე, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის შესახებ. ბავშვისთვის კარგია გაიცნოს თავისი თემის ისტორია და სხვებიც გაეცნობიან. თანდათან დაახლოება მოხდება, კომუნიკაცია მეტი იქნება. ახლა ჩაკეტილები ვართ, ერთმანეთს არ ვიცნობთ. ამაზეც უარი გვითხრეს, თითქოს აღნიშნული საკითხები სხვადასხვა ფორმით ისწავლება. სინამდვილეში არ ისწავლება", - განაცხადა მეუფე იოანემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი