პირველ დემოგრაფიულ ფორუმზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა, პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა,
რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით, კატასტროფული ვითარებაა და დემოგრაფიული ფონდის მოღვაწეობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს თემა ეკლესიისთვის და პატრიარქისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი ზრუნვის საგანია.
"თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მოღვაწეობის ერთ ერთი მთავარი მიმართულება იყო და არის სწორედ დემოგრაფიული საკითხები, ჩვენი ერის გამრავლების, ახალგაზრდობის თემატიკა. ხშირად ამბობთ თქვენც ჩვენი ერის იდეაზე, მომავალზე, ჩვენს ისტორიულ გზებზე საუბრობთ და ქრისტიანულ ფილოსოფიაში გამოთქმულა ასეთი აზრი, რომ ეროვნული იდეისთვის საუკეთესო არის ოჯახი.
იმდენად აქტუალურია და იმდენად დიდი პრობლემების წინაშე ვართ ჩვენ დემოგრაფიული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას კატასტროფული პრობლემის წინაშე ვართ, ამიტომ ამ ფონდის მოღვაწეობა არის მნიშვნელოვანი", – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
საქართველოს საპატრიარქოში პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა დღეს გაიმართა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი