ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტის, მეუფე შიოს თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მოსაყდრედ დასახელება მისთვის მოულოდნელი იყო.
"ნამდვილად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან ვღელავ. ერთის მხრივ, დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა, მეორეს მხრივ ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს, ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მადლისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ლოცვა-კურთხევის.
ვერ გეტყვით რატომ მიიღო ამ ფორმით ჩემი დასახელების გადაწყვეტილება. ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია. მეტის თქმა არ შემიძლია. ეს არის განსაკუთრებული ვითარება. არ მახსოვს, ჩვენ ისტორიაში ასეთი ფაქტი მომხდარიყოს. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება რა ვალდებულებები მექნება", - განაცხადა მეუფე შიომ.
დღეს პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი