იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე იერუსალიმში ქრისტიანული ეკლესიის მოსალოდნელი მორიგი დევნის შესახებ საუბრობს.
ისრაელში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც საეკლესიო მიწების ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა ინგლისში, ინგლისის ეკლესიის მაღალ სასულიერო პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ყველა ქრისტიანულმა საზოგადოებამ, რომლებიც წმინდა მიწაზე არიან, დამავალეს მსოფლიოს ყურამდე მომეტანა ჩვენი წუხილი და მოგვეყოლა იმ სირთულეებზე, რომლებიც იქმნება ყველა ქრისტიანული კავშირისთვის იერუსალიმში. ჩვენ დუმილს ვინარჩუნებდით და მოთმინებით ვიტანდით თავდასხმებს ჩვენი და ეკლესიის მიმართ. თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებოდით და ახლაც ვაწყდებით ახალ ცრუ ბრალდებებს. ცრუ ბრალმდებლებს დიდი ხანია თვალი უჭირავთ ჩვენ მემკვიდრეობაზე და ცდილობენ ყველანაირად შეიტანონ განხეთქილება ჩვენ ერთობაში, მაგრამ დღეს, გადავწყვიტეთ, არ მოვითმინოთ და გავჩუმდეთ და ხმა აღვიმაღლოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ: კმარა, ჩვენი მოთმინება დასრულდა. ვევედრებით უფალს, რომ გაგავაძლიეროს. გვჯერა ჩვენი საქმის წარმატების და სამართლიანობის აღდგენის, რათა მშვიდობა უფლისა და მისი კურთხევა მომავალშიც სუფევდეს ჩვენთან წმინდა მიწაზე" – განაცხადა იერუსალიმის პატრიარქმა.
ისრაელის ქნესეტის 40-მა წევრმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეკლესიებს უფლებას უზღუდავს თავისუფლად განკარგოს მათ საკუთრებაში არსებული მიწები. მათი ინიციატივა სახელმწიფოს სასარგებლოდ ამ მიწების კონფისკაციას ითვალისწინებს.
გასულ თვეში იერუსალიმის პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის მოწოდებით გამოვიდა, წმინდა მიწაზე ქრისტიანობის დასაცავად.
ზურაბ თვაური
წყარო დოგმა.გე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი