უკვე მეორე წელია, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კონსტანტინოლოპის პატრიარქს არ აძლევენ უფლებას, ჩაატაროს საღმრთო ლიტურღია პანაღია სუმელას მონასტერში.
ამის შესახებ საუბარია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კომუნიკეში, რომელიც პასუხობს ყველას, ვინც დაინტერესებულია 15 აგვისტოს თურქეთში, სუმელას მონასტერში, წირვის ჩატარების საკითხით. უწინ თურქეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დართო ნება კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ჩაეტარებინა წირვა ამ მონასტერში, რომელიც ამჟამად მოქმედი აღარ არის. შარშან კი პირველად ეთქვა მას უარი მიძინების წირვის ჩატარებაზე. მიზეზად კი ასახელებენ სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც სუმელაში მიმდინარეობს.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2018 წლის აგვისტოსთვის.
პატრიარქი წელს წირვას არტაკის მახლობლად მდებარე ფანერომენის ღვთისმშობლის მონასტერში ჩაატარებს, თუმცა მისი ჩატარების შესაძლებლობა მხოლოდ 23 აგვისტოს - ღვთისმშობლის მიძინების წარგზავნის დღეს ექნება.
წყარო: http://www.sedmitza.ru
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი