ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა ბათუმში წუხელ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს და აბნელებს ჩვენს სულს, აბნელებს ჩვენს გონებას და ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში და მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვარ. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. სამწუხაროა, რომ ეს არასიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სახლში და გონებაში. ასევე, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი სიმშვიდისა", - განაცხადა კათალიკოს-პატრიარმა ილია მეორემ.
ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ ლოცვა "მოწყალებასა შენსა" მრევლთან ერთად წაიკითხა:
"მოწყალებასა შენსა მოვილვტვით, წმიდაო ღვთისმშობელო, ვედრებასა ჩვენსა ნუ უგულებელჰყოფ, არამედ ღელვათა და ჭირთაგან გვიხსენ ჩვენ, მხოლოო კურთხეულო."
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი