არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სრულიად საქართველოს მოუწოდა, პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ილოცონ.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილ მრევლს შეახსენა, რომ 13 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება იგეგმება.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის", - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი