ხატი-სანაწილე, რომელშიც 200 წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული, დღეს მიაბრძანეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, 34 ნომერში მდებარეობს.
ერთ კვირაში კი გადააბრძანებენ ვაზისუბნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში და ნათლისღებას შეგეძლებათ მისი მოლოცვა.
ერთად, ერთდროულად შეგიძლიათ 200 სიწმინდეს მიეახლოთ. და იცით რომელ წმინდანთა ნაწილებია ჩაბრძანებული ლუსკუმაში? აი მცირე ჩამონათვალი: წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოციქულნი: პეტრე და პავლე, ანდრია, იაკობ ზებედესი, ფილიპე და ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იაკობი - ძმა უფლისა, ლუკა მახარებელი, ტიტე, პირველმოწამე სტეფანე, დიდმოწამენი: გიორგი, მარინე, ანასტასია, ეკატერინე, ქეთევან დედოფალი, დავით და კონსტანტინე, პანტელეიმონი, მინა, დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა მღვდელმთავარნი, მღვდელმოწამენი, ღირსმოწამენი, კიევ-პეჩორის, გლინისა და ოპტის უდაბნოს წმინდა მამები, ღირსი ოდესელი მამები, წმინდა ბარბარე, მართალნი: ანა, ელისაბედი, იოსები და კიდევ მრავალი.
შეგეწიოთ ყველა წმინდანის ლოცვა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი