პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო.
როგორც საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს.
"ყველანაირი ღონისძიება, ოპერაში ხვალ გასამართი კონცერტი გაუქმებულია, მიღებებიც არ იქნება. მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესი კარგად არის და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიზღვევთ თავს და დავასვენებთ. უწმინდესის საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მას თავად უწმინდესი ჩაატარებს.
ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი