პატრიარქი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ რჩება. ამის შესახებ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა ოდნავ უკეთესია.
"უწმინდესი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის. ტემპერატურა არ აქვს. თავს კარგად გრძნობს. მონაცემები ოდნავ უკეთესია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა შარტავამ.
მისივე თქმით, დღის წესრიგიდან სასწრაფო ოპერაციული ჩარევის საკითხი მოიხსნა. გეგმიური ოპერაციული ჩარევის საკითხი მომავალში მოიხსნება თუ არა, ამას დაავადების მიმდინარეობა აჩვენებს.
საუბრისას შარტავამ აღნიშნა, რომ პატრიარქი საახალწლოდ მოსახლეობას
მიესალმება და ახალ წელს მიულოცავს.
რაც შეეხება 4 იანვარს, უწმინდესის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები მისთვის უცნობია.
"ვცდილობთ, რომ ღონისძიებები შეზღუდული იყოს და უწმინდესი არ გადაიღალოს, არ გადაიტვირთოს", - აღნიშნა პატრიარქის ექიმმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი