19 დეკემბერს, გამომცემლობა "პალიტრა L-ი" უწმინდესის და უნეტარესის 4 ტომეულს გამოსცემს, სახელწოდებით "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".
ინფორმაციას, წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით, მკითხველის გასაოცარი გამოხმაურება მოჰყვა. დღემდე არ წყდება ზარები და წერილები რედაქციაში. გაჩნდა უამრავი კითხვა- წიგნის შინაარსსა და მის შემქმნელებზე. აინტერესებთ, როგორი იყო პატრიარქის დამოკიდებულება მისი წიგნის მიმართ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ 4-ტომეულში გადმოცემული წერილები, დოკუმენტები, საარქივო ჩანაწერები მოგვითხრობს საქართველოს შეულამაზებელ, რეალურ ისტორიას, რომლის მთავარი გმირიც სწორედ კათოლიკოს პატრიარქია.
სწორედ მკითხველის ასეთი დიდი ინტერესესისა და გამოხმაურებების გამო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით და ყველა იმ კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც წიგნის ფასწარმოქმაში მონაწილეობს- წიგნის გამავრცელებლები, სტამბა და ა.შ. მიაღწიეს იმას, რომ წიგნის ფასი შემცირდა. ერთი ტომის ფასი 23,50 ლარის ნაცვლად იქნება 18,50 ლარი, ხოლო გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება 20 ლარად.
"ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, და რომელიც მკითხველს ძალიან ბევრჯერ მიაბრუნებს მის ფურცლებთან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი