დეკანოზი სერაფიმე დანელია:
....არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ გაცნობის დღიდანვე მამა ნიკოლოზი ჩემთვის როგორღაც წმ ნიკოლოზთან ასოცირდებოდა…
თურმე შეიძლება ასეც ხდებოდეს...
არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს, - მის მხრებზე დაბერტყილმა წლებმა თუ სიმწრით მოპოვებულმა გამოცდილებამ, ცოცხალმა რწმენამ თუ სიყვარულის ძალამ, მისმა შრომისმოყვარეობამ თუ დიდმა უბრალოებამ, პირდაპირობამ თუ ბერულმა შეუპოვრობამ, - არ ვიცი, ალბათ ყველაფერმა ერთად...
სულ მენატრება. ვფიქრობ: ,,აი, მამა ნიკოლოზთან წავალ, დამლოცავს და ყველაფერი კარგად იქნება"... მისგან ხომ ყოველთვის ფრენით მოდიხარ...
დღე არ გადის ამაზე არ ვიფიქრო და ეს ფიქრი ჩემი სუნთქვაა, მაგრამ ვერ მივდივარ... - მამა ნიკოლოზი ხალხისგან სულ უფრო შორს და შორს მიიწევს, მე კი პირიქით, უფროდაუფრო ვეფლობი... ვერ მივდევ და მამას ჩამორჩენილი და დაკარგული შვილივით მივტირი... ერთხელ ვუთხარი: ,,მამა ნიკოლოზ, ასე მგონია, თქვენ ხართ ის, ვინც მე უნდა ვყოფილიყავი ბერობაში. ახლა კი ვარ ასე, ხელ-ფეხზე ხუნდებდადებული და სიკვდილამდე ვწუხვარ, რომ არ ვარ თავისუფალი და ვერ მოგდევთ-მეთქი.
,, - შენი ხუნდები, შენი ცხონება და გადარჩენაა" - მიპასუხა, ,, - მასში იყავი ერთგული და უფალი თავად გამოგიჩენს თავის დროზე რა გზასაც უნდა დაადგეო…"
29 ოქტომბერს მამა ნიკოლოზს 80 წელი უსრულდება!
ჯაფით და ღვაწლით გათელილი 80 წელი!
სიმართლით გატანილი 80 წელი!
მრავალი წელი თქვენი ღვთისმსახურება მოძღვარო!
მრავალი წელი თქვენი მოსალმება: ,, - ქრისტეა ჩვენს შორის!"
და ყველა ემოციის გამომხატველი თქვენი ლამაზი: ,, - დიდება უფალს!"
"კარიბჭის" რედაქცია ულოცავს არქიმანდრიტ ნიკოლოზს (პიტნავა) 80 წლის იუბილეს, მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე! უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ, მამაო!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი