რამდენიმე დღის წინ ჩვენს ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნეთ პოეტ გელა დაიაურის წერილი, რომელშიც ავტორი წუხდა იმის გამო, რომ შატილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
დღეს ამ საკითხზე ვრცელდება მცხეთა-თბილისის გუბერნატორის განცხადება, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
მცირე ჰესის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შატილს ელექტროენერგია გენერატორის მეშვეობით, გრაფიკით მიეწოდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ განუცხადა, მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შატილს დენი არ მიეწოდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ოქტომბრის დასაწყისში შატილში მწყობრიდან გამოვიდა ელექტრომომარაგებისთვის განკუთვნილი მცირე ჰესი. ენერგეტიკის სამინისტროს დახმარებით, დროებით მოვიძიეთ 65 კვტ-იანი დიდი გენერატორი, რომელიც ატანილია შატილში და ადგილობრივი მუციპალიტეტი საწვავით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატი მარაგდება შეშით და უახლოეს დღეებში, ასევე, შატილში ყველა მოსახლისთვის 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი იქნება ატანილი", - განაცხადა ზეიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, შატილს ელექტროენერგია ამჟამად მიეწოდება გრაფიკით: 09:00-დან 11:00 საათამდე და 19:00-დან 23:00 საათამდე, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ მოიძია ჰესისთვის საჭირო დეტალები და სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში მოახდენს ჰესის სრულ რეაბილიტაციას, რის შემდეგაც შატილს 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება.
"შესაბამისად, არავინ უყურადღებოდ არ არის დატოვებული, როგორც ავრცელებენ. პირიქით, ეს საკითხი კონტროლზე გვყავს აყვანილი. პროცესში ჩართულია ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგეობა", - განაცხადა გოჩა ზეიკიძემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი