ათენში ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე ეკლესიის წინამძღოლი გამოვიდა მთავრობის იმ ცალმხრივი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ეკლესია სახელმწიფოს უნდა გამოეყოს.
არქიეპისკოპოსის აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიამ: "სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეუძლია გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუკი ხალხის მხარდაჭერა ექნება". ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილების საკითხი სერიოზულ დონეზე უნდა გადაწყდეს: "კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა - პარლამენტის პრეროგატივაა, ამიტომ ეკლესია დიალოგს გამართავს არა მთავრობასთან, არამედ პარლამენტის კომისიასთან, რომელშიც შევლენ ყველა იმ პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ხალხმა მისცა ხმა."
"ეკლესია თავისი ინიციატივით ვერ მოითხოვს თავისი ხალხისგან გამოყოფას, როგორც ამას ახლა აღწევენ, - აღნიშნა ეკლესიის მეთაურმა - ეკლესია ოველთვის იყო, არის და იქნება ბერძენი ხალხის დედა. თუ სახელმწიფო მოისურვებს და ხალხის მხარდაჭერა ექნება, შეუძლია თავად გამოხატოს გამოყოფის ინიციტივა."
გამოსვლის დასასრულს, არქიეპისკოპოსმა იერონიმემ ეკლესიის მდგომარეობა სახელმწიფოსთან მიმართებაში "ბაბილონის ტყვეობას" შეადარა. მან აღნიშნა, რომ მთვარობის თანხმობის გარეშე თავისი საკუთრების განკარგვაც კი არ შეუძლია. ამავე დროს არქიეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ "არ გამოეყოფა თავის შვილებს."
ბერძნულ სკოლებში "რელიგიათმცოდნეობის" საგნის რეფორმის საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება. პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბერძნულ საინფორმაციო საშუალებებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანი სამღვდელოებისათვის, რადგან "მთავრობა გეგმავს სკოლებში მიზანმიმართულად ასწავლოს უღმერთობა."
წყარო:
http://agionoros.ru/
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი