პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით
პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სარწმუნოება ეს არის უდიდესი საუნჯე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში, რომის პაპის მიღებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სვეტიცხოველში განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს.
"გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს. აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან ერთად განისვენებს ამ ტაძარში. წმინდა სიდონია ქართველ ებრაელთა საოცარი ოჯახიდან იყო. მისმა ძმამ ელიოზმა მცხეთაში ჩამოიტანა კვართი, ხოლო მათი დედა ჯვარცმის დღეს აღესრულა, რომ განიცადა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს და სადაც სდგებოდა და დღესაც ხდგება აყსაყდრება კათალიკოს-პატრიარქის. პირველი ეკლესია ამ ადგილზე მეოთხე საუკუნეში აშენდა. ეს სახე, რომლშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით მე-11 საუკუნეში მიიღო და არის 12 მოციქულის სახელობის", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა განაცხადა, მცხეთა ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის.
"მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია და დღემდე უცვლელი სულიერი ცენტრია ქვეყნისა. იგი და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის: ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა. რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე! საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი, მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად ", - ბრძანა პატრიარქმა.

პარტიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს.

"როგორც ჩვენი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდანად აღიარებული ილია მართალი ამბობდა, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. მე-13 საუკუნეში 100 ათასი ქართველი მოწამე ეწამა საქართველოს ეკლესიის დასაცავად. მათ არ დაადგეს ფეხი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატსა. დიახ, ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს. რა არის მიზეზი ჩვენი სისუსტისა? ორივე ამის ნაკლებობა. მე მახსენდება ძველი მოძღვრების დარიგება, მართალი ლოცვა რომ ჰქონდეს ადამიანს იგი უდიდეს სასწაულებს იზამს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უდიდესი საუნჯე, ჩვენი სარწმუნოება. ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები ეს არის უძველესი საუნჯე რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ და ვაღიარებთ, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში არის ჩვენი ურთიერთობა. მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული გახსნის გზას ჩვენი ერთობისათვის", - ბრძანა ილია მეორემ.
ბეჭდვაელფოსტა
03.10. 2016
ევსტათი
ასი ათასმა კი არ დაადგა, მაგრამ ეგ კი დაადგამს ფეხს თქვენს ნაჩუქარ ხატს.
01.10. 2016
???
ამბორით გამცემ?
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat