საქართველოს დღეს რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა. აეროპორტიდან პაპი ფრანცისკე ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება,
სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას.
ვიზიტის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია აუდიენცია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან, რის შემდეგაც რომის პაპს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.
საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს პაპი ფრანცისკე ასირიელ-ქალდეურ საზოგადოებასთან შეხვედრით დაასრულებს, ხვალ კი, დაგეგმილია მესა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ხვალვე რომის პაპი საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება, მოგვიანებით კი მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
რომის პაპი საქართველოს 2 ოქტომბერს დატოვებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი