გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
- მდუმარეა ადამიანი, რომელიც მხოლოდ მაშინ საუბრობს, როდესაც ღმერთსა და ღვთისაზეა საუბარი
და ყოველივე ამაო და მიწიერის მიმართ დადუმებულია; იგი არა თუ არ ერევა ამაო, ამქვეყნიურ საუბარში, არამედ დუმს მაშინაც, როცა მას აყვედრიან ან ლანძღავენ, რადგან აღარ ხედავს თავის მართლების საჭიროებას.
ხშირად ამასოფლისანი პასუხის გაუცემლობას თანხმობის, უსუსურობის ან რაიმე უარესის ნიშნად თვლიან, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით განსხვავებულია. როდესაც ქრისტე პილატეს წარუდგინეს, პილატემ უთხრა: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ? და არ უპასუხა მას არცერთ სიტყვაზე ..." (მათ.27,14). ამაზე ამბობს ერთი მამა, რომ, ის, ვისაც დაცვა არ სჭირდება, კეთილად მოიქცევა თუ ბრალდებებს არ უპასუხებს და დადუმდება; მან კი, ვისაც ეშინია, რომ გაამტყუნებენ, სჯობს, თავი დაიცვას; ვისაც ამქვეყნიურად წაგების ეშინია, უმჯობესია, სასწრაფოდ უპასუხოს ბრალმდებელსო.
ჭეშმარიტ ქრისტიანს სხვა სამსჯავრო აქვს. თუ იგი ვინმეს პასუხობს, პასუხობს არა თავის გასამართლებლად, არამედ იმის იმედით, იქნებ ბრალმდებელი მოვიდეს გონს, მაგრამ, თუ არც ამის იმედი არა აქვს, მაშინ დუმდება. იცოდა ქრისტემ, თუ ვინ იყვნენ მისი ბრალმდებლები და ვისგან იყვნენ დამოძღვრილები (მათ.27,20).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი