მიმდინარე წლის 26-30 აგვისტოს საბერძნეთიდან საქართველოში სტუმრად ჩამოდის 40 კაციანი დელეგაცია დრამის მიტროპოლიტ პავლეს ხელმძღვანელობით და ჩამოაბრძანებენ ღირსი მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილებს.
26 აგვისტოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართება მიღება. 27 აგვისტოს მიტროპოლიტი პავლე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება წალკაში, სადაც საკათედრო ტაძარში გადახდილი იქნება პარაკლისი და წმინდა ნაწილებს შესწირავენ ეპარქიას, იმ მხარეს, საიდანაც იყო მამა გიორგი.
28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სტუმრები დაესწრებიან მარიამობის საზეიმო წირვას და გიორგი კარსლიდისის მეორე წმინდა ნაწილს გადასცემენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
************
ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს. სახელად ათანასე დაარქვეს. იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. მცირე სქემაში აღკვეცა მოხდა დრანდაში (აფხაზეთი) არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ და უწოდეს სვიმეონი. დიდ სქიმაში კი აღკვეცა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) და გიორგი დაარქვა. მანვე დაასხა ხელი მღვდლად.
მთავარეპისკოპოსი იოანე იყო მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, რომელიც მას მუდამ განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გიორგის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ 30-იან წლებში იგი საბერძნეთში გაემგზავრა და დაემკვიდრა დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში, სადაც ააშენა ამაღლების მონასტერი და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა.
სამშობლოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.
ბედნიერნი ვართ, რომ მისი წმინდა ნაწილები უბრუნდება საქართველოს.
მამა გიორგიმ მოყვასისათვის თავდადებული სიყვარულით იმსახურა და თავისი სამწყსოს მფარველ ანგელოზად იქცა. წინასწარმეტყველების ნიჭით გამორჩეულ მოძღვართან სხვა და სხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი და ღვთისაკენ მიმავალ გზას მისი რჩევით პოულობდა.
იგი 1959 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. წმინდანად შეირაცხა 2008 წელს. ხსენების დღედ დადგინდა 4/17 ნოემბერი.
წყარო: http://patriarchate.ge/
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი