საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,
ბატონ მიხეილ გიორგაძეს
ბატონო მიხეილ,
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის (სამოსელის) ზუგდიდის მუზეუმიდან ხობის მონასტერში 28 აგვისტოს გადაბრძანების თემა ყოველ წელს პრობლემური ხდება, ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არასწორია და იგი დარეგულირებას მოითხოვს.
ვინაიდან სიწმინდე სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, ვფიქრობთ ხელისუფლებამაც, მუზეუმმაც და კულტურის სამინისტრომაც ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ; ასევე ჩაერთვება საქართველოს საპატრიარქოც, როგორც საეკლესიო სიწმინდეებზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მხარე.
შევნიშნავთ იმასაც, რომ კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ორივე ეპარქიის ინტელიგენციის წარმომადგენლები და საერთოდ საზოგადოებაში დაფასებული პირები რათა მათ, თავის მხრივ, ხალხში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.
ასე რომ, ჩვენის აზრით, უნდა გაერთიანდეს საერო და სასულიერო ძალები და უნდა შეიქმნას აქტიური სამუშაო გარემო, რათა ყველა თემა, ყველა დეტალი აქ გადაწყდეს და გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოება.
მიგვაჩნია ისიც, რომ სხვა რაიმე განცხადების წინასწარ გახმოვანება და პოზიციის დაფიქსირება, საქმეს მხოლოდ დააზარალებს.
ერთი რამ ცხადია, ღვთისმშობლის კვართის (სამოსელის) დროებითი გადასვენება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, მშვიდობიანად, ლოცვითა და ურთიერთსიყვარულით და არ უნდა იქცეს იგი შფოთისა და დაპირისპირების მიზეზად.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,
პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
წყარო: http://patriarchate.ge/
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი