მეუფე-ზენონი -
მათ საყურადღებოდ, ვინც კრეტაზე შეკრებილი მართლმადიდებელი ეკლესიების მისამართით სარწმუნოების ღალატის შემცველ დასკვნებს აკეთებს:
სახიფათო არის მსგავსი განცხადებები. ნუ იქნებით კატეგორიული. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი და ყველაფერი იკვეთება და ვლინდება დროში. თავის დროზე თქვენს მსგავსად ფიქრობდნენ ეჩმიაძინის ეკლესიაში, რამაც ეკლესია მიიყვანა სავალალაო შედეგამდე. იგი მარტო აღმოჩნდა თავისი ფსევდო მოშურნეობიდან გამომდინარე. მისი კატეგორიულობა ნაკარნახევი იყო სარწმუნოების სიწმინდის დაცვის მოტივით, მაგრამ ისე მოხდა, რომ შემდგომში თავად ბრალმდებელი აღმოჩნდა ერესში (თავდაპირველად მიაჩნდა რომ ქალკედონის კრებამ უარყო ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა დადგენილებები). ჩამოცილდა "ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას" და დღეს მისი სახელია "სომხური ეკლესია". – ანუ ქრისტეს ეკლესია კი არა, არამედ ნაციონალური. პროცესი დაიწყო ნელ-ნელა, შემდეგ გაღრმავდა და გადაიზარდა რადიკალიზმსა და ფანატიზმში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დღეს თვით ასირიულ-იაკობიტურ და ეგვიპტურ ეკლესიებთანაც კი არ არიან ლიტურგიკულ ურთიერთობაში. ეკლესიის სწავლებიდან და ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრე ქრისტიანული ხანისა და შემდგომ პერიოდში ყველა განხეთქილება-სქიზმის და ერესის მიზეზს აღმოსავლეთსა და დასავლეთში წარმოადგენდა ფსევდოფუნდამენტალიზმი და არა ფსევდოლიბერალიზმი. ეს არის რეალობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათთვის, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა არ აქვს ეკლესიის ისტორიასა და ეკლესიოლოგიაში. ფსევდოლიბერალიზმი, ჩანასახშივე უკვე მარცხის მდგომარეობაა ეკლესიასთან მიმართებაში, რამეთუ განუყოფელი ეკლესიის ეკლესიოლოგიური სწავლება მიმართულია არა "შაბათისთვის ადამიანის დაქვემდებარებაში" არამედ "ადამიანისათვის შაბათის განწესებაში".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი