"მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლები, რომლებიც აქ დიდ კრებაზე შეიკრიბნენ, იმედოვნებენ, რომ დიდი და წმინდა კრება გახდება მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ორგანო,
რომელსაც რეგულარულად მოიწვევენ მართლმადიდებელთა XXI საუკუნის პრობლემების გადასაწყვეტად" - განუცხადა ჟურნალისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელმა, ტელმის არქიეპისკოპოსმა იობმა კრების გახსნის შემდეგ.
ფორუმში, რომელიც საერთომართლმადიდებლური კრება უნდა ყოფილიყო, 14-დან 10 ეკლესიის მეთაური იღებს მონაწილეობას. 4 ეკლესიის წარმომადგენლები კრების გადადების მოთხოვნით გამოვიდნენ, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრაირქმა, რომელიც ფორუმის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი, კრების დადგენილ ვადებში ჩატარება მოითხოვა.
არქიეპისკოპოსმა იობმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, კრეტაზე მიმდინარე ფორუმი არის "დიდი და წმინდა კრება", როგორც ეს გადაწყდა მართლმადიდებელთა ეკლესიების მეთაურთა წინასაკრებო შეხვედრაზე, იანვარში. "არცერთ სხვა ინსტიტუციას არ შეუძლია შეცვალოს საერთომართლმადიდებლური გადაწყვეტილება" - აღნიშნა მან.
არქიეპისკოპოსმა იობმა აღნიშნა, რომ ფორუმის მონაწილეებმა ხელმეორედ გაუგზავნეს მოწვევა იმ ეკლესიებს, რომელთაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე.
წყარო: პრავმირ.რუ
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი