22 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება წარდგინება ფოტოალბომისა -"დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი".
ალბომში, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოვიდა, შესულია ექსკლუზიური მასალა მდიდარი საოჯახო არქივიდან, რომელიც 6 თაობის ფოტოებს, წერილებს, ღია ბარათებს, მოსაწვევებს მოიცავს. მათ უმრავლესობას დაინტერესებული მკითხველი პირველად გაეცნობა. პროექტის ავტორია წმინდა დიმიტრის შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მიქაძე. შემდგენლები - თამარ მიქაძე და სოფიო ისაკაძე. რედაქტორი გახლავთ როსტომ ჩხეიძე. პროექტის ავტორი მადლობას უხდის თანადგომისათვის დეკანოზ მალხაზ ყიფიანს და საქველმოქმედო ფონდ "სარაჯიშვილს", რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიცა ფოტოალბომი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი