როგორც უკვე ცნობილია 17 ივნისს კუნძულ კრეტაზე გაიმართა წმინდა და დიდი კრების წინა სინაქსისი, რომელშიც მონაწილეობა ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიიღო.
ინტერნეტში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, გუშინდელი მოწოდების კვალდაკვალ, გამოთქვა სურვილი მოიწვიონ კუნძულ კრეტაზე საქართველოს, ანტიოქიის, რუსეთისა და ბულგარეთის ეკლესიები, რასაც სინაქსისის წევრები სიხარულით დასთანხმდენენ და გადაწყდა კიდეც შეედგინათ თხოვნის ტექსტი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ სინაქსისის მონაწილე პატრიარქები მდაბლად იწვევენ მოძმე პატრიარქებს კრებაზე, რომ კატარისა და ქორწინების დოკუმენტის გადაუწყვეტელ საკითხს არ შეუძლიათ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა განხეთქონ.
მონტენეგროს მიტროპოლიტმა ამფილოქემ წინადადებით მიმართა სინაქსისის თავმჯდომარეს, მსოფლიო პატრიარქს, რომ დროის დაკარგვის გარეშე პირდაპირ დაერეკა მის ყოვლადუწმინდესობას ოთხივე პატრიარქთან და მთელი სინაქსისის სახელით ეთხოვა კვირას, სულთმოფენობის წირვაზე თანამსახურება, რაც მისმა ყოვლადუწმინდესობამ სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების თანხმობით სინაქსისის მსვლელობისასვე განახორციელა.
როგორც რუმინეთის საპატრიარქოს პორტალი basilica.ro იუწყება ამჟამად მიდის კრების დადგენილებათა ანალიზი, რათა კრებას, რომელიც ორშაბათს გაიხსნება ყველა ეკლესია დაესწროს. მანამდე კი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინაქსისი ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთ მოუწოდებს სულთმოფენობის წირვაზე კრეტის კათედრალში თანამსახურებისაკენ, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უთანხმოებათა მიუხედავად ერთობით აგრძელებს ცხოვრებას.
წყარო: კრება2016.გე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი