კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ კუნძულ კრეტაზე დასრულდა მართლმადიდებელთა კრებისათვის მზადება და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით ჩატარდება.
კონსტანტინოპოლის ეკლესია, რამდენიმე ეკლესიის მიერ კრების გადადების მოთხოვნის მიუხედავად, მის ჩატარებას 16-დან 26 ივნისამდე გეგმავს.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას ბულგარეთის ეკლესიამ უარი თქვა კრებაში მონაწილეობზე. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ანტიოქიის ეკლესიამ. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიმართვა გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს, უკმაყოფილება გამოხატა სერბეთის ეკლესიის მიერ წამოყენებული საკითხების გაუთვალისწინებლობის გამო და კრების გადადება მოითხოვა. ასევე უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობაზე საქართველოს მართლამდიდებელმა ეკლესიამ.
პარასკევს ცნობილი გახდა რომ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი არ გაემგზავრა კრეტაზე წინასაკრებო შეხვედრაზე: რუსეთის ეკლესიაში უადგილოდ მიიჩნიეს მასში მონაწილეობა, რადგანაც რამდენიმე ეკლესიამ უკვე მოითხოვა კრების გადადება.
ორშაბათს, 13 ივნისს, რუსეთის მართლმდიდებელი ეკლესიის სინოდის რიგგარეშე საგანგებო სხდომა ტარდება, რომელზეც კრეტაზე დაგეგმილ კრებაში მონაწილეობის საკითხი უნდა განიხილონ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი