2016 წ. 7 ივნისს, რუმინეთის ეკლესიის წმ. სინოდის სამუშაო სესიის გახსნისას, რუმინეთის პქტრიარქმა დანიელმა წმიდა და დიდი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა
და მართლმადიდებლებს ეკლესიის ერთობის წინაშე პასუხიმგებლობის მნიშვნელობა შეახსენა.
უნეტარესმა დანიელმა აღნიშნა: "ყველას არ ძალუძს მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში, მაგრამ ყველას აქვს პასუხისმგებლობა იშრომოს და ილოცოს მისთვის, რათა მომავალი კრების წარმმართველი იყოს სული წმინდა და არა სული ამა სოფლისა. გვაქვს მორალური ვალდებულება დავამოწმოთ რწმენის ერთობა, არა მხოლოდ საკუთარ სახლებში, არამედ საერთომართლმადიდებლურ დონეზეც. უდიდესი მადლია ეკლესიის ერთობა რწმენაში, რომელიც გამოიხატება საკრამენტალურ ერთობაში, მაგრამ ასევე უნდა გამოიხატოს მსოფლიოში ეკლესიის მიერ წარმოებულ მისიასა და პასტორალური მსახურების ერთობაშიც. უნდა გამოვხატოთ ერთობა და ასევე თანაპასუხისმგებლობა. მართლმადიდებლობა სინოდალურია მისი ორგანიზების ყველა საფეხურზე (ადგილობრივი, რეგიონალური, უნივერსალური). სინოდი არის ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაქსიმალური პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს ციცხალი და ნამდვილი რწმენა, გამოცდილება ქრისტეში და ეკლესიის ორგანიზების ყველა დონეზე პასტორალური მსახურების ერთობა."
წყარო: კრება2016.გე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი