ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება ღვთისმშობელს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ხატს უწმინდესი სამების ტაძრის შესასვლელთან შეხვდა. სასულიერო პირებმა ხატი ტაძარში შეაბრძანეს და მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე, შუა ტაძარში დააბრძანეს. ტაძარში შეკრებილებს უწმინდესმა ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის დიდ წყალობაზე ისაუბრა.
"დიდება ღმერთს. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დიდება უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს განსაკუთრებული დღეა. შემობრძანდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ხატით ხელში. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ღვაწლს. დღეს არის ასევე ოჯახის სიმტკიცის დღე. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
უწმინდესმა მრევლთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისათვის ლოცვა წარმოთქვა "მოწყალებისა კარი განგვიღე".
"ყოვლადმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ომფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ", - განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი