გავრცელებული ინფორმაციით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხატებისთვის შეწირული რამდენიმე სამკაული დაიკარგა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, ერთ-ერთმა ქალმა მოიკითხა მის მიერ შეწირული საყურეები, რომელიც ხატზე აღარ იყო. აღნიშნულის შემდეგ დააკვირდნენ და შენიშნეს, რომ სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "მსწრაფლშემსმენელის ხატებთან" რამდენიმე სამკაული აღარ ეკიდა. მისივე განმარტებით, დაკარგული სამკაულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
"ქალბატონი მოვიდა და განაცხადა, რომ სამებაში მომხდარი ხანძრის შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი იმყოფებოდა ტაძარში და შეწირული საყურეები ხატთან აღარ ჩანდა. მოვიკითხეთ და ეს საყურეები არ იყო. შემდეგ ხატისთვის შეწირული სხვა სამკაულებიც ვერ ვნახეთ. აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი დაკარგულია", - განაცხადა მამა იოანემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.
არქიმანდრიტის განცხადებით, სამკაულების დაკარგვის ფაქტები პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატის , ასევე "ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატთან" დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი