თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ იქადაგა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ადამიანი ცოდვებისგან და მოიკრიბოს ძალა, რათა განიკურნოს ვნებებისგან. "როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ვფიქრობთ ხალხზე, ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი მოახლოებული არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად განვწმინდოთ ჩვენი გონება. საოცარი არის ის, რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი არის ის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის", - აღნიშნა პატრიარქმა. მისივე თქმით, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დიდ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი