სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს ჩვენთან ბრძანდებიან სახალხო ექიმები, მოგეხსენებათ, ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანდაცვის მინისტრთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დარგი განვითარდეს საქართველოში", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორის თქმით, 17 აპრილიდან ტაძრებთან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პატრიარქის განმარტებით, აღნიშნული წამლები, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული და შემოწმებული იქნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი