სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა. მისივე თქმით, მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.
"ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ამ ეტაპზე ხანძრის დროულად ლოკალიზება. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. მეხანძრე-მაშველებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ", - აღნიშნა ქაწაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დაზარალებულია არავინ არის.
ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ახლაც მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ თავიანთი საქმე მიიყვანონ ბოლომდე. "გამოვიძახე ჩვენი დასუფთავების სამსახური იმისთვის, რომ ხანძრის ბოლომდე ლოკალიზების შემდეგ არსებული, დაზიანებული ნარჩენი მასა გამოვიტანოთ და გადავიტანოთ ნაგავსაყრელზე", - განაცხადა თბილისის მერმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი