სინაქსისის გადაწყვეტილებით წმინდა და დიდი კრების ჩატარების ადგილად განისაზღვრა კუნძული კრეტა, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავარეპისკოპოსო დიოცეზია.
კრების თარიღად განისაზღვრა 16-27 ივნისი, ჰერაკლიაში, წმ. მინას საკათედრო ტაძარში 19 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაულს ეკლესიათა პრიმატები ერთად აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას.
სინაქსისზე ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდან ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოთა შორის ყატარის დიოცეზის გამო გაჩენილი განხეთქილების დაძლევა ვერ მოხერხდა, ამდენად კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას წმინდა და დიდ კრებაზე ანტიოქიის საპატრიარქოს მონაწილეობის საკითხი.
ასევე განსახილველ საკითხთაგან ამოღებულია დიპტიხის, კალენდარის, ავტოკეფალიის მინიჭების და პრობლემატური (შერეული) ქორწინების საკითხები. ამრიგად განსახილველად გავა: მართლმადიდებლური დიასპორა, ადგილობრივი ეკლესიის ავტონომიის ცნობისა და მინიჭების საკითხი, მარხვა და მისი მნიშვნელობა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართება მსოფლიოსთან და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და კონფესიებთან და მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.
ასევე, სინასქსისის სამუშაო სესიების დროს დადგინდა კრების მუშაობის რეგლამენტი, რომელიც 16 პუნქტისაგან შედგება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი