ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ. ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 26 688 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 41-ე ნათლობა სამების ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე შედგა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი