შეხვედრების მიზანია თეოლოგიურ საკითხებში ღრმად განსწავლული სასულიერო პირების მიერ პატიმრებისათვის ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობა.
შეხვედრები დაიწყო ოქტომბრის თვიდან, სამ საპატიმროში (რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ორთაჭალის მე-12), რასაც, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა პატიმრების მხრიდან. თითოეულ შეხვედრას ესწრება არანაკლებ 80 – 100 კაცისა. შეხვედრები ტარდება ლექციის და კითხვა-პასუხის ფორმატში. პირველ ნახევარში მოძღვარი საუბრობს, წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ, ხოლო მეორე ნახევარი კი – კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც პატიმრებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები, არა მხოლოდ ლექციის თემიდან გამომდინარე, არამედ, ნებისმიერი, მათთვის საინტერესო თემის ირგვლივ.
ასევე შეგვაქვს საინტერესო და შემეცნებითი ტიპის სტატიები, რომელსაც ვურიგებთ პატიმრებს.
ამ ყველაფერს დაემატა მათი რესოციალიზაცია მთარგმნელობის კუთხით. პირველი შესვლისას გამოირკვა, რომ ზოგიერთ პატიმარს შეუძლია უცხო ენებიდან თარგმნა. შევიტანეთ სათარგმნი მასალები (საღვთისმეტყველო ლიტერატურა), ლექსიკონები და ჩვენდა სასიხარულოდ ბევრს ამის ნიჭი მართლაც აღმოაჩნდა. ეს ბევრი კუთხითაა აღსანიშნი, მაგრამ უმთავრესი მათი რესოციალიზაცისკენ გადადგმული ნაბიჯია -
მათი ნათარგმნი სტატიები განთავსდება საიტზე.
შეხვედრები ტარდება ყოველთვიურად თითოეულ საპატიმროში.
ამ პროექტის ფარგლებში გვინდა მოვიცვათ საქართველოში არსებული რვავე საპყრობილე: რუსთავის მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეექვსე, მეხუთე (ქალთა), ქსნის მეთხუთმეტე, ავჭალის მეთერთმეტე (არასრულწლოვნები), ორთაჭალის მეთორმეტე და ქუთაისის საპატიმრო (გეგუთი).
P.ს. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი კეთდება დაფინანსების გარეშე, ორგანიზაციის წევრების ხარჯით. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და შესაძლებლობაც, რომ შეხვედრებმა მიიღოს უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბები, შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ საქმეში.
"კენოზისის" რეკვიზიტებია: GE76TB7539036080100003
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი